Loading data...
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინაში ჩვენი ჯარები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რიჩარდ ნათანმა განაცხადა, რომ დარწმუნებული უნდა იყოს ბრიტანელი ჯარისკაცების უსაფრთხოებაში, თუ მათ უკრაინაში გააგზავნიან.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ძალებს არ განათავსებს, თუ „მათი უსაფრთხოებით კმაყოფილი არ იქნება“.

პარლამენტის წევრის ჯესი ნორმანის კითხვაზე, იქნებიან თუ არა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგისთვის განლაგებული ბრიტანული ჯარები აღჭურვილნი „უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, ნათანმა დადებითი პასუხი გასცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხალხს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განვათავსებთ“, - აღნიშნა მან.