Loading data...
ბრიტანეთის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგება.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რაც მიიღო, „საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას“ უკავშირდებოდა.

„მე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადავდგები“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი. 

კირ სტარმერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველსაყოფად და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.