1775999171
უცხოეთი
ბრიტანეთის პრემიერი ირანსა და აშშ-ს მოუწოდებს, „იპოვონ გამოსავალი“ პაკისტანში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ირანსა და აშშ-ს მოუწოდებს, „იპოვონ გამოსავალი“ პაკისტანში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ.
ომანის სულთანთან საუბრისას სტარმერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ და რომ „ყველა მხარემ თავი აარიდა შემდგომ ესკალაციას“.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.