Loading data...
ბრიტანეთის პრემიერი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, საჭიროა, რომ ის იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე ხვდებიან ერთმანეთს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, კერძოდ, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის, ასევე, კიევის მხარდაჭერა იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარემერის განცხადებით, ევროპა უკრაინის გვერდით დგას.

„თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, საჭიროა, რომ ის იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავსახოთ პრინციპები. ჩვენ აქ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად კონფლიქტსა და მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა სტარმერმა.

ზელენსკი დასძენს, რომ ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთიანობა მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მოლაპარაკებებისას.

„არის საკითხები, რომლების გადაჭრაც ამერიკელების გარეშე არ შეგვიძლია, არის საკითხები, რომელთაც ევროპის გარეშე ვერ მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ზელენსკიმ.