1793340959
უცხოეთი
ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი პატრიკ სტიუარტი საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მსახიობი ყველაზე ცნობილი როლებია კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის როლი სერიალში „ვარსკვლავური გზა“ (Star Trek) და პროფესორ ჩარლზ კლავიერის როლი ფანტასტიკური მხატვრული ფილმების სერიაში „იქს-ადამიანები“ (X-Men). პატრიკ სტიუარტი ბოლო წლებში დემენციას და ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა.
პატრიკ სტიუარტი 1940 წელს ინგლისში, დასავლეთ იორკშირში დაიბადა, სამსახიობო კარიერა მან 19 წლის ასაკში დაიწყო, 2009 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის წოდება მიანიჭა.