ბრიტანელი გენერალი: როგორც კი უკრაინაში იარაღი გაჩუმდება, რუსეთი არმიის აღდგენას დაიწყებს
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა საშუალებას მისცემს კრემლს აღადგინოს შეიარაღებული ძალები, - ამის შესახებ ბრიტანელმა გენერალ-ლეიტენანტმა მაიკ ელვისმა განაცხადა.
მაიკ ელვისმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთი შეეცდება ჯავშანტექნიკის აღდგენას შემდეგი ომისთვის მომზადებისთვის.
„ეჭვგარეშეა, რომ როგორც კი იარაღი გაჩუმდება უკრაინაში, იქნება რუსული აღორძინება, აღდგება შეიარაღებული ძალები“, - აცხადებს გენერალი.
სამხედროები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა „აგრესორის ღერძის“ ნაწილი არიან, რომლებიც რუსეთთან ერთად მუშაობენ დასავლეთის დესტაბილიზაციისთვის.
ბრიტანეთის თავდაცვის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს, რუსეთსა და დასავლეთს შორის რბოლა დაიწყება, რათა მოამზადონ თავიანთი ჯარები შემდეგი კონფლიქტისთვის.
ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი ბევრად უფრო ძლიერი იქნება პოტენციურ მომავალ კონფლიქტში.