ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერბულინგის საქმეზე, პროკურატურამ ათი ბრალდებულის მიმართ 3-დან 12 თვემდე პირობითი პატიმრობა და 8 000 ევრომდე ჯარიმა მოითხოვა
საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერბულინგის საქმეზე, პროკურატურამ ათი ბრალდებულის მიმართ 3-დან 12 თვემდე პირობითი პატიმრობა და 8 000 ევრომდე ჯარიმა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
პარიზში გამართულ სასამართლო პროცესზე ბრიჟიტ მაკრონის ქალიშვილმა დედის „ჯანმრთელობის გაუარესების“ შესახებ განაცხადა, რომელიც დეზინფორმაციის სამიზნე გახდა, სადაც ის ტრანსგენდერ ქალად იყო წარმოჩენილი.
საქმესთან დაკავშირებით განაჩენი მოგვიანებით გამოცხადდება.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონის მეუღლე დიდი ხანია კონსპირაციული თეორიების სამიზნეა, რომელთა მიხედვითაც, ის მამაკაცად დაიბადა, სახელად ჟან-მიშელ ტრონიო (მისი ძმის სახელი), ხოლო ბრიჯიტის სახელი აიღო როგორც ტრანსგენდერმა ქალმა.
რვა მამაკაცსა და ორ ქალს ბრალი ედებათ აღნიშნული მტკიცების შემცველი განმეორებითი პოსტების გამოქვეყნებაში, ისევე, როგორც სხვა პოსტების გამოქვეყნებაში მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და მის ქმართან არსებული 24-წლიანი ასაკობრივი სხვაობის „პედოფილიად“ მოხსენიებაში.