1770189272
უცხოეთი
ბრიანსკის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ბრიანსკსა და მიმდებარე ოლქებზე რაკეტებით იერიში მიიტანეს
ბრიანსკის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა HIMARS-ის სარაკეტო სისტემების, რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების და „ნეპტუნის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი მართვადი რაკეტების გამოყენებით ბრიანსკსა და მიმდებარე ოლქებზე იერიში მიიტანეს.
ბოგომაზის მტკიცებით, განადგურდა „ნეპტუნები“ და 11 დრონი, ხოლო ბრიანსკის ოლქის სოფელ გლინიშჩევოში კერძო სახლი განადგურდა, ადგილობრივმა მკვიდრმა კი მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.