1794296699
უცხოეთი
Brent-ის მარკის ნავთობი 91 დოლარამდე გაიაფდა
Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა ლონდონის ბირჟაზე პირველად ორი თვის განმავლობაში 91 დოლარამდე დაიკლო. ამის შესახებ vedomosti.ru იუწყება.
ბოლო ვაჭრობის შედეგად Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსი 7,45%-ით გაიაფდა და 91 დოლარი გახდა. გარკვეულ მომენტში მისი ფასი 90,56 აშშ დოლარამდე იკლებდა.
ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 5,6%-ით შემცირდა და ერთ ბარელში 85,74 აშშ დოლარი შეადგინა.
ნავთობი 2 ნოემბრის შემდეგ იაფდება, ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ აშშ ირანთან კატარის შუამავლობით მოლაპარაკებას აწარმოებს და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები გაჩნდა.