1762150576
უცხოეთი
ბრემენის აეროპორტი დრონების გამო დროებით არ მუშაობდა
უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო ბრემენის აეროპორტში ავიამიმოსვლა დროებით შეჩერებული იყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დაახლოებით ერთ საათში აეროპორტის მუშაობა აღდგა. ვინ დგას უპილოტო აპარატის გაშვების უკან, უცნობია.
31 ოქტომბერს უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო ბერლინის აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა. მაშინ ფრენები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ განხორციელებულა.