Loading data...
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მარიხუანას ფლობის დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

თუმცა, მოსამართლეებმა უნდა განსაზღვრონ მარიხუანას მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც პირადი მოხმარებისთვის შეიძლება იყოს დასაშვები, ასევე, ისიც, თუ როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში.

მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბრაზილიაში მარიხუანას ლეგალიზებას არ გულისხმობს, არამედ მისი შენახვისთვის სასჯელს ამცირებს.

სასამართლოს თავმჯდომარის, ლუის რობერტო ბაროზოს განცხადებით, მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ „კანაფის პირადი მოხმარებისთვის შენახვა უკანონო ქმედებაა“, მაგრამ არა „კრიმინალური ხასიათის“.

ბრაზილიაში ამჟამად მოქმედი კანონები ნარკოტიკების ფლობის წინააღმდეგ არ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის მარიხუანაა გათვალისწინებული პირადი მოხმარებისთვის, რაც უფრო მსუბუქი სასჯელს გულისხმობს, მაგალითად, საზოგადოებრივ სამსახურს, და რა რაოდენობა წარმოადგენს ნარკოტიკებით ვაჭრობას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს.