Loading data...
ბრაზილიის პრეზიდენტი: გაერო ვერ ასრულებს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას — გაათავისუფლოს კაცობრიობა ომის უბედურებისგან

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია ვერ ასრულებს თავის მისიას — გაათავისუფლოს მსოფლიო ომისგან.

„უკვე მეათედ ვხსნი ამ ასამბლეის საყოველთაო დებატებს მას შემდეგ, რაც 2003 წელს პირველად ავედი ამ ტრიბუნაზე. ეს, უდავოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტია და გრძნობა, რომელიც დღეს მამოძრავებს, აღშფოთებაა“, — განაცხადა ლულა და სილვამ.

„გაერო ვერ ასრულებს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას — გაათავისუფლოს კაცობრიობა ომის უბედურებისგან“, — განუცხადა მან აუდიტორიას.