Loading data...
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა - Reuters

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა, ხოლო ამ დრომდე დაკარგულია 146 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. 

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონი, სადაც 10.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შტორმისა და წყალდიდობის გამო, 337 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.