1762667441
უცხოეთი
ბრაზილიაში ტორნადოს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა
ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, პარანას შტატს ტორნადომ გადაუარა.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 437 ადამიანი, 1 000-მდე ოჯახს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
შტატის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიამ ახლომდებარე ქალაქი გუარაპუავაც დააზარალა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას“, - დაწერა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ X-ზე და სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს.