Loading data...
ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, აივი ლიგის ელიტურ სკოლაში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 

ინციდენტი 13 დეკემბერს მოხდა. როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, „მსროლელი, ან მსროლელები ჯერ არ დაუკავებიათ“. 

სამართალდამცავი ორგანოები და ფედერალური გამოძიების ბიურო (FBI) აგრძელებენ დამნაშავის ძებნას. უნივერსიტეტმა მოუწოდა სტუდენტებს, ჩაკეტონ ყველა კარი და დარჩნენ კამპუსის ტერიტორიაზე.

სროლა Barus&Holley-ის შენობაში მოხდა, სადაც უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაა განთავსებული. თავდასხმის დღეს შენობაში რამდენიმე გამოცდა იყო დაგეგმილი. 

სააგენტო AP-ის ცნობით, მსროლელი მთლიანად შავებში იყო ჩაცმული. პოლიციის უფროსის მოადგილემ ტიმოთი ო’ჰარამ განმარტა, რომ ეჭვმიტანილმა საინჟინრო სკოლიდან გაქცევა მოახერხა. 

უნივერსიტეტში 10 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.