Loading data...
ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 10 ადამიანი

ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩრდილოეთით, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

გარდაცვლილები მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრები იყვნენ.

მედიის ცნობით, 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას ტუზლას უნივერსიტეტის კლინიკურ ცენტრში გადის.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

„ჩატარდება გამოძიება, რათა დადგინდეს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი“, - განაცხადეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში.