Loading data...
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში მოსახლეობის 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია

„4 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 42% მივიდა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.

ცნობისთვის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატებს, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა პალატისა და ფედერაციის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ასევე, სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს, პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ირჩევდნენ.