Loading data...
ბორისპოლში დრონი მრავალსართულიანი სახლის სახურავს დაეცა

უკრაინის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი სახლის სახურავს რუსული დრონი მოხვდა. დაზიანებულია სახლის სახურავი და მეცხრე სართული. ამის შესახებ „რბკ უკრიანა“ იუწყება.

რუსული დრონის დაცემის შედეგად სახლს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მაშველები მივიდნენ.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობთ, საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

ბორისპოლზე წინა საჰაერო იერიში 1 სექტემბერს განხორციელდა. მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.