ბორის ჯონსონი კირ სტარმერს მოუწოდებს, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენოს - Sunday Times
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მინისტრი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერს მოუწოდებენ, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენოს.
Sunday Times-ის თანახმად, გრანტ შაპსმა, ბენ უოლესმა, გევინ უილიამსონმა, პენი მორდაუნტმა, ლიამ ფოქსმა და ჯონსონმა სტარმერს უთხრეს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეფერხება იმპულსს მისცემს კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს კიდევ უფრო მეტ აგრესიას შეუწყოს ხელი.
ბენ უოლესის თქმით, დიდი ბრიტანეთის უმოქმედობა ახლა მოსკოვს უფრო დამშვიდებულს გახდის.
გევინ უილიამსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება „მოვალეობის უგულებელყოფა“.
ჯონსონმა დასძინა, რომ დახმარების შეფერხების მიზეზი არ არსებობს.
„აშშ-ს ოფიციალური თანხმობის მოლოდინში, სერ კირმა უნდა მისცეს პრეზიდენტ ზელენსკის ის, რაც მას დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება“, - აღნიშნა გრანტ შაპსმა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow/SCALP რაკეტები, მაგრამ არა ამერიკული ATACMS რუსეთზე თავდასხმისთვის.