Loading data...
ბოლო ცნობებით, ყაზახეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 38 ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა

ბოლო ცნობებით, ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულია 38 ადამიანი, ხოლო 29 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Embraer-ის ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან რუსეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს, როდესაც ყაზახეთის ტერიტორიაზე, ქალაქ აქტაუსთან განიცადა კატასტროფა. 

როგორც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ტალგატ ლასტაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან 28 წუთში, თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა.

Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავმა დაგეგმილი მარშრუტიდან ასობით კილომეტრით გადაუხვია და კასპიის ზღვაზე გადაიფრინა, რის შემდეგაც, მალევე, კატასტროფა განიცადა.