ბოლო კვირაში რუსულმა მხარემ უკრაინის წინააღმდეგ 1700-მდე დრონი, 1600-ზე მეტი მართვადი ავიაბომბები და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბალისტიკურია. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ ის, რითაც ამ დარტყმებს დაუპირისპირდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური აღჭურვილობის პაკეტები დროულად მივიღოთ. ყოველი რაკეტა ახლა პირდაპირი გაგებით ეხმარება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია და არა პარტნიორების საწყობებში“, – აცხადებს ზელენსკი.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა რუსული მხარის ბოლო იერიშებზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხარკოვში საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული თავდასხმის ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს – დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ჩერნიგოვის ოლქებსა და კიევზე. დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით მიაყენეს დარტყმა, სამი ადამიანი დაშავდა“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.