1788597101
უცხოეთი
ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულია 14 ადამიანი
„ბოლივიაში, ვიაჩას მუნიციპალიტეტში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 14 პირი კი დაკარგულად ითვლება“, - ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქალაქ ლა-პასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის არის მძიმე დამწვრობის მქონე არასრულწლოვანიც.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თავდაცვის სამინისტროს ფეიერვერკების საწყობში მოხდა, თუმცა ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქებამ მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ხელისუფლების ცნობით, შესაძლებელია დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.