Loading data...
„ბოდიში, მაგრამ არა, წადით ….“ - კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილზე უხამსი ფორმით უთხრა უარი - FT

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უხეში ფორმით უთხრა უარი საფრანგეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი თებერვალში მოსკოვში ჩავიდნენ, რომ პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს შეხვედროდნენ.

გამოცემის ცნობით, ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ადგილი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

როგორც მედია წერს, უშაკოვმა ამ მოთხოვნას უხეშად უპასუხა.

„ბოდიში, მაგრამ არა, წადით ….“, – ასეთი იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პასუხი.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპელებს არ სურთ სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა, ხოლო საფრანგეთის წარმომადგენელმა მოსკოვში არავითარი პოზიტიური გზავნილი არ ჩაიტანა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ევროპელები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რომ დაარწმუნონ უკრაინელები, გააგრძელონ ომი.

მისივე თქმით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ ომს იგებს და ფრონტზე დინამიკა რუსეთის არმიისთვის პოზიტიურია.