Loading data...
Bloomberg: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებმა ყოველთვიურ რეკორდს მიაღწია - დეკემბერში კიევმა გააძლიერა თავდასხმები, დაარტყა ყველაზე მეტ ობიექტს და მოიცვა სამიზნეების ყველაზე ფართო სპექტრი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.

„ბლუმბერგის“ მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობტანკერებსა და სხვა საზღვაო ობიექტებზე, ასევე, მსხვილი მილსადენების ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 24 თავდასხმა განხორციელდა.

კიევმა განსაკუთრებით გააძლიერა საზღვაო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მათ შორის კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ ნავთობისა და გაზის საბადოებზე. ბოლო თვის განმავლობაში კიევმა, ასევე, დაარტყა შავი ზღვის პორტებს ტამანსა და როსტოვს, რის შედეგადაც რამდენიმე ტანკერი დაიწვა და განაგრძო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიზანში ამოღება.

„რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლები მომავალ წელს 23%-მდე შემცირდება, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია“, - ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების ქარხანას დაარტყა. დარტყმისთვის გამოყენებული იქნა Storm Shadow ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტები. 

ასევე, 25 დეკემბერს, შორი მოქმედების დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობის ავზებზე ტემრიუკის საზღვაო პორტში, რომელიც აგრესორი ქვეყნის, რუსეთის, კრასნოდარის ტერიტორიაზე მდებარეობს.