Loading data...
Bloomberg: თურქეთი აჩერებს ვაჭრობას ისრაელთან

თურქეთმა შეაჩერა ექსპორტი და იმპორტი ისრაელთან, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ანკარას ვაჭრობის შეჩერების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აძლიერებს ისრაელის კრიტიკას.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2023 წელს 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 76% თურქეთის ექსპორტი იყო.

გასულ თვეში თურქეთმა შეზღუდა ექსპორტი ისრაელში ღაზაში მიმდინარე ომის გამო.