Loading data...
Bloomberg: ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 ქვეყანა მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მსოფლიო ლიდერები მიიწვია, მათ შორის არიან უკრაინა და რუსეთი. მიწვეულთა სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

სიაში შედის 49 ქვეყანა, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების უმეტესობა, ასევე რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, ისრაელი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ომანი და სხვ. სიაში ცალკეა მითითებული ევროკომისია. 

უკრაინული მედიის ინფორმირებულმა წყარომ დაადასტურა, რომ აშშ-მა საბჭოში უკრაინა მიიწვია, თუმცა კიევი ამჟამად მიწვევას განიხილავს და ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

რაც შეეხება რუსეთს, ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ საბჭოში რუსეთიც მიიწვია. 

Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს სურს, რომ ხელმოწერის ცერემონია დავოსში ხუთშაბათს, 22 იანვარს, გაიმართოს. 

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მოსაწვევების სია ეფუძნება საკითხთან დაკავშირებული პირების ინფორმაციას და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს. ყველა ქვეყანამ არ დაადასტურა მიწვევის მიღება და სია ამომწურავი არ არის.

მიწვეული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

ალბანეთი

არგენტინა

ავსტრალია

ავსტრია

ბაჰრეინი

ბელარუსი

ბრაზილია

კანადა

კვიპროსი

ეგვიპტე

ევროკომისია

ფინეთი

საფრანგეთი

გერმანია

საბერძნეთი

უნგრეთი

ინდოეთი

ინდონეზია

ირლანდია

ისრაელი

იტალია

იაპონია

იორდანია

ყაზახეთი

მაროკო

ნიდერლანდები

ახალი ზელანდია

ნორვეგია

ომანი

პაკისტანი

პარაგვაი

პოლონეთი

პორტუგალია

კატარი

რუმინეთი

რუსეთი

საუდის არაბეთი

სინგაპური

სლოვენია

სამხრეთ კორეა

ესპანეთი

შვედეთი

შვეიცარია

ტაილანდი

თურქეთი

არაბთა გაერთიანებული საამიროები

გაერთიანებული სამეფო

უკრაინა

უზბეკეთი

ვიეტნამი