Loading data...
Bloomberg: ტრამპი საუდის არაბეთს, სავარაუდოდ, F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, სავარაუდოდ, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს.

„მათ ბევრი თვითმფრინავის შეძენა სურთ. ჩვენ საუკეთესო თვითმფრინავებს და რაკეტებს ვაწარმოებთ. თქვენ ეს ნახეთ, როდესაც ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. მე ვფიქრობ, მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმებასაც მალე შეუერთდება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხს საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ-სალმანთან შეხვედრისას განიხილავს.

ტრამპმა კომენტარი გააკეთა მოჰამედ ბინ-სალმანთან 18 ნოემბერს თეთრ სახლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეც.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრა. ჩვენ პატივს ვცემთ საუდის არაბეთს და მემკვიდრე პრინცს“, - განაცხადა ტრამპმა.