1779210117
უცხოეთი
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა, ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტის შემოსავლების ზრდაა
Bloomberg-ის ცნობით, რუსული რუბლი ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა.
მისი ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა.
აპრილის დასაწყისიდან რუბლი დაახლოებით 12%-ით გამყარდა და დოლარზე 72.6-ს მიაღწია - რაც 2023 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დღეს კი რუბლი დოლარზე 70-მდე გამყარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა რუსული ნავთობისთვის სანქციების შემსუბუქება გააგრძელა.