Bloomberg: რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა. გარდა ამისა, წინა წლებში სანქცირებულ ტანკერების ნახევარს ახლა კვლავ რუსეთიდან ნავთობი გააქვს, - წერს Bloomberg-ი.
სააგენტომ განაცხადა, რომ 27 აპრილამდე ოთხი კვირის განმავლობაში რუსეთის ყველა პორტიდან ნედლი ნავთობის ნაკადი დღეში 3.26 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით უარს ამბობს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე და რამდენიმე ტანკერმა, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დროს სანქციების ქვეშ იყვნენ, რუსული ნავთობის ტრანსპორტირება განაახლა.
მედია წერს, რომ 2023 და 2024 წლებში აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი 39 გემიდან, სულ მცირე, 18 ამჟამად რეგულარულად ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას რუსული პორტებიდან.
გემების გადაადგილების მონაცემებისა და პორტის აგენტების ანგარიშების თანახმად, 27 აპრილის ჩათვლით 32 ტანკერმა 23.72 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი დატვირთა. ეს მაჩვენებელი აღემატება ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელს, როდესაც 31 გემმა 23.45 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი დატვირთა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის საერთო ღირებულება ზედიზედ მეორე კვირაა გაიზარდა - დაახლოებით 50 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით.