Loading data...
Bloomberg: რუსეთი მოლაპარაკებებს დონბასის სრულად დაპყრობის შემდეგ დაუბრუნდება

რუსეთის ხელისუფლება მზადაა, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონეცკის ოლქის მთელ ტერიტორიას დაიპყრობს. ინფორმაციას სააგენტო ბლუმბერგი კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კრემლთან დაახლოებული ორი წყაროს ცნობით, რუსული არმიის წარმომადგენლები ასეთ გეგმებს არარეალურად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ დონეცკის ოლქზე კონტროლის აღება მხოლოდ 2027 წელს იქნება შესაძლებელი.

„პუტინი აპირებს არა მხოლოდ დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებას, არამედ უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქებში დაპყრობილი ტერიტორიების რუსეთის კონტროლქვეშ დატოვებას“, - აღნიშნავს მედიასაშუალება. 

მარტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა -  გაოცებულია, როგორ შეიძლება ვინმეს სჯეროდეს, რომ ომის აქტიური ფაზა დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დონბასიდან გავა. 

ინფორმაციისთვის, იანვარსა და თებერვალში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართა.