Loading data...
Bloomberg: ლავროვის მიერ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში „ბზარი გააჩნდა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომ მოსკოვი არ არის თანახმა, კიევის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში დასავლეთის სამხედროები განლაგდნენ, რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, ბზარი გააჩინა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ კრემლს შეუძლია, შეეცადოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, აღარ მოითხოვოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და შეამციროს მოსკოვისა და კიევის წარმომადგენელთა მომავალი შეხვედრის დონე, რათა თავი აარიდოს აშშ-ის მხრიდან ახალ სანქციებს.

რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა და დიპლომატმა გამოცემას განუცხადეს, რომ ისინი ლავროვის განცხადებებს პროცესის გაჭიანურების მცდელობად აფასებენ. მათ ეპარებათ ეჭვი, რომ პუტინი საერთოდ მზად არის შეთანხმების გასაფორმებლად.