Loading data...
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინა წლის ბოლომდე ამერიკული იარაღის შესაძენად კიდევ 1 მილიარდ ევროს ითხოვს

ნატოში უკრაინის ელჩის ოლენა გეტმანჩუკის განცხადებით, უკრაინას წლის ბოლომდე შეერთებული შტატებისგან იარაღის შესაძენად 1 მილიარდი ევრო სჭირდება.

„ჩვენ უაღრესად მადლიერები ვიქნებით ჩვენი მოკავშირეების შემდგომი წვლილისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს აღჭურვილობის მიღება PURL-ის მეშვეობით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსული საჰაერო დარტყმების გაძლიერების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

PURL-ი არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ და შემდეგ უკრაინაში ბრძოლაში გამოყენებისთვის ნატოს გადასცემენ, რათა მშვიდობის დამყარება მოხდეს.