Loading data...
Bloomberg: ირანი მზადაა, აშშ-თან თავისი ბირთვული პროგრამა განიხილოს

აშშ და ირანი შესაძლოა, უახლოვდებიან გარღვევას იმ შეთანხმების მიღწევის მცდელობაში, რომელიც მათ შორის არსებულ, მეტწილად შეჩერებულ ომს დაასრულებს. ამის შესახებ Bloomberg დისკუსიების თაობაზე ინფორმირებულ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, გარღვევის ალბათობა გაიზარდა, რადგან ირანი მზადაა, განიხილოს კატარის წინადადებები მის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით ისეთ დათმობებთან დაკავშირებით, რომლებსაც თეირანი მანამდე მიუღებლად მიიჩნევდა. 

როგორც კატარის ემირის ოფისი იუწყება, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კატარის ემირი თამიმ ალ-თანი სატელეფონო საუბრისას დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევაზე შეთანხმდნენ.