Loading data...
Bloomberg-ი: ტრამპების ოჯახი ოქროსფერ „Trumpphone“-ს გამოუშვებს და საკუთარ მობილურ ოპერატორს შექმნის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახი მობილური ტელეფონების ბაზარზე საკუთარი ოპერატორით შემოდის. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

ტრამპის ვაჟებმა, ერიკ ტრამპმა და დონალდ ტრამპ უმცროსმა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის გამოცხადებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, Trump Tower-ში, სერვისი T1 Mobile წარადგინეს.

ტრამპის ბრენდის მქონე სერვისმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს აშშ-ის სამივე მსხვილი ოპერატორის - T-Mobile US Inc.-ის, Verizon Communications Inc.-ის და AT&T Inc.-ის ქსელურ შესაძლებლობებს. 

კომპანია ასევე აშშ-ში საკუთარ Android მოწყობილობას აწარმოებს, რომლის ღირებულება, როგორც ამბობენ, 499 დოლარი იქნება.