Bloomberg: აშშ უკრაინას რუსეთისთვის დონბასის დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა
აშშ-ის წარმომადგენლებმა სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხი დააყენეს დონბასიდან უკრაინის ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, რაც რუსეთის მოთხოვნაა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, ამერიკელები უფრო ფართო შეთანხმებების ინიციატივით გამოვიდნენ, რაც ევროპაში ამერიკული ჯარის განთავსებასაც ეხება.
გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონმა ჰკითხა კიევს, მზად არის თუ არა გადასცეს დონბასი რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამასთანავე, ევროპული ქვეყნები მოითხოვენ, რომ რუსეთმა თავდაპირველად საბრძოლო მოქმედებები უნდა შეაჩეროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნატოს მომავალზე და ევროპაში ამერიკული ჯარის შესახებ მოლაპარაკების წარმოება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წინადადების განსახილველად მზად არის, მაგრამ ამისთვის ვაშინგტონმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს და უკრაინის ჯარის დაფინანსება ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს - წერს Bloomberg.