Loading data...
ბიტკოინის კურსმა 100 000 დოლარზე დაბლა დაიწია

კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსმა 100 000 დოლარზე დაბლა დაიწია. ამის შესახებ კრიპტობირჟა, Binance იუწყება. ინფორმაცია „მედუზა“  ავრცელებს.

4 ოქტომბერს, საღამოს 11 საათზე ბიტკოინის კურსი 99 600 დოლარს შეადგენდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2025 წლის 23 ივნისის შემდეგ.

ამის შემდეგ ბიტკოინის კურსი კვლავ რამდენჯერმე ხან ადიოდა 100 000 დოლარის ნიშნულზე, ხან ქვევით იწევდა.

მიმდინარე წელს ბიტკოინის კურსი რამდენჯერმე 120 000 აშშ დოლარს გადასცდა, მაგრამ შემდეგ 100 000-მდე დაიწია.