1774273389
უცხოეთი
„ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას უკიდურესად საშიში და, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს“ - კრემლი აშშ-ს აფრთხილებს
კრემლი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, „გამოუსწორებელი“ შედეგები გამოიწვიოს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონში „კატასტროფულად დაძაბული“ ვითარების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
პესკოვის განცხადებით, ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას „უკიდურესად საშიში და, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება“.
მისი თქმით, რუსეთმა აშშ-ს „შესაბამისი სიგნალი გადასცა“.