1779885809
უცხოეთი
Bild: ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში განიხილავენ, თუ როგორ შეცვალონ პარტიის ლიდერის პოსტზე ფრიდრიხ მერცი
გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში განიხილება მისი ლიდერის, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეცვლის საკითხი. ამის შესახებ გამოცემა Bild იუწყება.
იმისთვის, რომ კანცლერი გამოცვალოს, ბუნდესტაგში კენჭისყრის ჩატარებაა აუცილებელი, ამისთვის ახალი არჩევნების დანიშვნა საჭირო არ არის. მერცმა, შესაძლოა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვოს ან პარტიის მხრიდან სერიოზული ზეწოლის შედეგად.
Bild-ის ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ ფრიდრიხ მერცი მის მიმართ კრიტიკაზე ძალზე მტკივნეული რეაქცია აქვს და იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რეფორმებს ვერ ჩაატარებს. თუმცა სხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ საკუთარი ნებით მერცი არ გადადგება, რადგანაც კანცლერის თანამდებობისთვის ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა.