Loading data...
BILD - გერმანია უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემას აღარ აპირებს

BILD-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანია აღარ აპირებს უკრაინისთვის დიდი სამხედრო ტექნიკის გადაცემას, გარდა იმისა, რაც უკვე დაანონსდა. 

როგორც მედიასაშუალება წერს, Leopard 2-ის 18 ტანკის გადაცემის შემდეგ, უკრაინას მძიმე ტექნიკა აღარ გადაეცემა. 

იგივე ეხება სხვა ტიპის აღჭურვილობას - ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვა.

„გერმანიის თავდაცვის სამინისტროს არ სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს კონტრშეტევის დაწყებას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად უახლოეს მომავალში“, - წერს BILD-ი.

BILD-ის ცნობით, „გამარჯვების გეგმით“ ევროპაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა - დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთში სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ და ასევე, ნატოში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა.

„ოლაფ შოლცს ცალსახა „არა“ არ უთქვამს, თუმცა არც დადებითი პასუხი გაუცია“, - იტყობინება მედიასაშუალება.