Bild: გერმანელმა სამხედროებმა მოულოდნელად გრენლანდია ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს
გერმანელმა სამხედროებმა მოულოდნელად გრენლანდია ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს. წერს გერმანული მედია.
გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ გადაიღო გერმანელი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ჯგუფის დაშვების ფაქტი „ისლანდიის ავიახაზების“ რეისით.
„მისია გრაფიკზე ადრე დასრულდა და ბერლინიდან არანაირი საჯარო განცხადება ან ოფიციალური განმარტება არ მოჰყოლია“, - ხაზგასმით აღნიშნა გაზეთმა.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ დაბრუნების ბრძანება გერმანიიდან დღეს დილით მიიღეს, რის გამოც ყველა დაგეგმილი შეხვედრა და ღონისძიება სასწრაფოდ გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი სამხედროების უეცარი წასვლის მიზეზები ჯერ არ დასახელებულა.
„ერთ-ერთი ვერსიით, გადაწყვეტილება, შესაძლოა, გრენლანდიის გარშემო სიტუაციის გამწვავებასა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან სავაჭრო მუქარას უკავშირდებოდეს, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს“, - წერს გამოცემა.