Bild: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კვლავ პირველ ადგილზეა
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის მხარდაჭერა მცირდება. სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, კვლევა მათი დაკვეთით სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა INSA-მ ჩაატარა.
გამოკითხვის თანახმად, მმართველმა ბლოკმა, რომელიც „ქრისტიან-დემოკრტაიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირისგან“ შედგება, მხარდაჭერის 1% დაკარგა და 25%-ს შეადგენს.
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი უცვლელია და 26%-ს შეადგენს. გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს.
კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ კანცლერ მერცის პირადი რეიტინგიც შემცირებულია. მისი მუშაობით გამოკითხულთა 23%-ია კმაყოფილი. ეს მაჩვენებელი წინა გამოკითხვას ხუთი პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება. ხუთი პროცენტული პუნქტით, 67%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მერცის მუშაობით კანცლერის თანამდებობაზე უკმაყოფილონი არიან.
გამოკითხვა 2-6 თებერვალს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1202 რესპონდენტმა მიიღო. ცდომილება 2,9% შეადგენს.