Loading data...
ბილ ბროუდერი: დროა, პუტინმა უკრაინაში ომისთვის პასუხი აგოს

„მაგნიტსკის აქტის” თანაავტორი, ფინანსისტი ბილი ბროუდერი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივების ასობით მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დაფინანსებას მოხმარდეს. 

ბროუდერმა The Moscow Times-თან საუბრისას თქვა, რომ სანქციები რუსეთისთვის ძალიან მტკივნეულია.

„რუსეთმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, რაც არის მეზობელ ქვეყანაში შეჭრა. ვლადიმერ პუტინი არსებითად ახორციელებს ტერორისტულ კამპანიას მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ, რაც ათასჯერ უარესია, ვიდრე ის, რაც ოსამა ბინ ლადენმა ნიუ-იორკში 11 სექტემბერს ჩაიდინა. დაღუპულთა რიცხვი წარმოუდგენლად დიდია. ასეთი ტიპის საქციელისთვის სასჯელი უნდა არსებობდეს. სასჯელი ორ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: პირველი, ეს უნდა იყოს პირდაპირი სასჯელი და მეორე - სასჯელმა გარკვეულწილად უნდა შეასუსტოს რუსეთის საბრძოლო უნარი“, - აცხადებს ბროუდერი.