ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების სწრაფად მიღწევას არ ელის

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების სწრაფად მიღწევას არ ელის. ამის მიზეზად მან ბლოკში არსებული შიდა დაპირისპირება დაასახელა, რაც ეფექტურ მოლაპარაკებებს ხელს უშლის. Bloomberg-ის ცნობით, ამის თაობაზე ბესენტმა ერ-რიადში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
„ჩემი პირადი აზრით, ევროპაში კოლექტიური მოქმედების პრობლემა არსებობს: იტალიელებს ერთი რამ სურთ, ფრანგებს კი - მეორე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევთ“, - თქვა მან.
ამავდროულად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა აზიელ პარტნიორებთან სავაჭრო შეთანხმებებთან დაკავშირებით მეტი ოპტიმიზმი გამოთქვა. მისი თქმით, აშშ იაპონიასთან „ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს, „ძალიან კონსტრუქციული“ დიალოგი აქვს ინდონეზიასთან და ტაივანისგან „ძალიან კარგი შეთავაზება“ მიიღო.
„ჩემს მხარეს ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“, - აღნიშნა ბესენტმა, რომელიც აზიის ქვეყნებთან სავაჭრო მოლაპარაკებებს უძღვება.