Loading data...
ბესენტი: ტრამპი პუტინთან შეხვედრისას სანქციების თემას გამოიყენებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში შეხვედრისას კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ნათლად აუხსნის, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქებასთან, ან გამკაცრებასთან დაკავშირებით „ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციები „შესაძლოა, გამკაცრდეს, შემსუბუქდეს და შესაძლოა, ვადებიც ჰქონდეს“.

„ის პრეზიდენტ პუტინს ნათლად აუხსნის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, - აღნიშნა ბესენტმა.

ამერიკელმა მინისტრმა დასძინა, რომ ევროპელები „უნდა შემოგვიერთდნენ ამ სანქციებში“ და „დაგვეხმარონ მეტი ბერკეტის შექმნაში“.