Loading data...
ბერლინში უიტკოფთან და კუშნერთან ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინის დელეგაციას, აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო. უკრაინის დელეგაციას თან ახლავს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ Telegram არხზე განაცხადა.

„შეხვედრა დაიწყო“, - დაწერა მან და შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, რომ ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი. მოლაპარაკებებს ასევე ესწრება გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.