1762521788
უცხოეთი
ბერლინში პროპალესტინელი აქტივისტები ტელეარხ ZDF-ის სტუდიაში შეიჭრნენ
პროპალესტინელი აქტივისტები ბერლინში საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ის სტუდიაში შეიჭრნენ. ამის შესახებ Focus-ი იტყობინება.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 15 აქტივისტი შუადღისას დედაქალაქში, ZDF-ის სტუდიაში ღია შესასვლელიდან შეიჭრა.
მათ უარი თქვეს შენობის დატოვების შესახებ მოთხოვნებზე.
აქტივისტებმა ტელევიზიის ფოიეში ხმის გამაძლიერებელი ჩართეს, საიდანაც ბავშვების კივილის ხმა ისმოდა.
გარდა ამისა, აქტივისტებმა გაავრცელეს ბროშურები სლოგანით: „ღაზაც შენი ბრალია“.
ამის შემდეგ, ატივისტებმა ტელევიზიის შენობა დატოვეს და ქუჩაში გადაინაცვლეს.