Loading data...
ბერლინში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

ბერლინის პოლიციამ ყაზახეთის მოქალაქე, სერგეი კ. დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაცია გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაკავების ორდერში, რომელიც ბერლინის სასამართლო პალატამ გამოსცა, წერია, რომ სერგეი კ. 2025 წლის მაისიდან გერმანიაში იმყოფებოდა და „რუსეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა“.

„დაკავებამდე ბრალდებულმა მასთან კონტაქტში მყოფ ოფიცერს სხვადასხვა ტიპის დიდი ოდენობით ინფორმაცია გადასცა. საუბარია გერმანიის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, ასევე ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მრეწველობაზე, განსაკუთრებით რობოტებისა და დრონების საწარმოებზე. ასევე სერგეი კ პერიოდულად გადასცემდა გერმანიის საზოგადოებრივი შენობების, სამხედრო ტექნიკის ფოტოებს, მათ შორის იყო ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის სამხედრო კოლონის ფოტოები. ის სპეცსამსახურს გადასცემდა ინფორმაციას გერმანიაში იმ ობიექტების შესახებ, სადაც დივერსიების მოწყობაა შესაძლებელი და ჯაშუშობისა და დივერსიებისთვის შესაბამისი  ჯგუფის შექმნას სთავაზობდა“, - წერია დოკუმენტში.

ამჟამად 29 წლის სერგეი კ-სთვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილოს.