1766039076
უცხოეთი
ბერლინში ანტიისრაელური ლოზუნგისთვის კაცი დააჯარიმეს
ბერლინის სასამართლომ ანტიისრაელური ლოზუნგისთვის კაცს 2700 ევროს კჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ლოზუნგი არის „მდინარიდან ზღვამდე“. ეს ფრაზა შეფასებულია, როგორც „ჰამასის“ „სავიზიტო ბარათი“, რომელიც გერმანიაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ლოზუნგი „მდინარიდან ზღვამდე“, რომელსაც, როგორც წესი, მოჰყვება „პალესტინა თავისუფალი იქნება“, არის სიგნალი იმისკენ, რომ მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელების ფიზიკური ამოწყვეტა და განდევნა.
ასევე კაცმა საპროტესტო აქციაზე გამოიყენა რადიკალური პალესტინური დაჯგუფების, „ალ აქსის ბრიგადების წამებულთა“ გამოსახულება, რისთვისაც ის ასევე დაჯარიმებული იყო.