ბერლინის პოლიციის ცნობით, ფრიდრიხშაინში გამართული შეკრების შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და სხვა ნივთებთან ერთად პიროტექნიკა ამოიღეს
ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ფრიდრიხშაინში გამართულ გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით 25 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით, ოპერატიულმა ძალებმა პიროტექნიკა, სპრეის ქილები და ავარიული სიტუაციებისთვის განკუთვნილი ჩაქუჩი ამოიღეს.
„ჩვენს კოლეგებს სულ 25 ადამიანის დაკავება მოუწიათ, მათ შორის, არაკონსტიტუციური და ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლოების გამოყენების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხეულის სახიფათო დაზიანების ეჭვის საფუძველზე. გარდა ამისა, ჩვენმა ოპერატიულმა ძალებმა პიროტექნიკა, სპრეის ქილები და ავარიული სიტუაციებისთვის განკუთვნილი ჩაქუჩი ამოიღეს. შეკრების დროს 8 ოპერატიული ჯგუფი დაშავდა, რომელთაგან ერთმა მოვალეობის შესრულების გაგრძელება ვერ შეძლო”, - აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
#Update
— Polizei Berlin Einsatz (@PolizeiBerlin_E) December 14, 2025
Im Zusammenhang mit der gestrigen Versammlung in #Friedrichshain mussten unsere Kolleginnen und Kollegen insgesamt 25 Personen, unter anderem wegen des Verdachts des Verwendens von Kennzeichen verfassungswidriger und terroristischer Organisationen, Widerstand gegen… https://t.co/joRphgqYkw pic.twitter.com/tkxPZeFvvS