Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს. 

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ირანის თავდასხმებს.

„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ამასთან, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა გაანადგურა „ჰეზბოლას” რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი.

„ჩვენი გმირი ჯარისკაცები ანადგურებენ ტერორისტების გვირაბებს, რომლებიც „ ჰეზბოლამ“ ფარულად მოამზადა, ჩვენს საზღვრებთან ახლოს“, - დასძინა ნეთანიაჰუმ